ვაკანსია

ვაკანსია – აღმასრულებელი დირექტორი

საქართველოს წიგნის ასოცოციაცია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად. 

ძირითადი მოვალეობები:

  • მართავს ასოციაციას საწესდებო მიზნების შესაბამისად.
  • წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან.
  • უძღვება ასოციაციის  ყოველდღიურ საქმიანობას.
  • განკარგავს ასოციაციის  ფინანსებსა და ქონებას, პასუხისმგებელია მის მიზნობრივ გამოყენებაზე.
  • ხელს აწერს ხელშეკრულებებს, მემორანდუმებს და სხვა დოკუმენტებს ასოციაციის სახელით.
  • გეგმავს  პროექტებს და ზედამხედველობს მათ სათანადოდ შესრულებას.  
  • ხელმძღვანელობს ასოციაციის თანამშრომლებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ. 
  • განსაზღვრავს სახელფასო სქემას, თანამშრომელთა წახალისების პოლიტიკას.
  • ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად ამზადებს წლიურ ანგარიშებს საერთო კრებაზე წარსადგენად.
  • გაწეული საქმიანობის შესახებ სისტემატურად აბარებს ანაგრიშს გამგეობას.
  • ასრულებს ორგანიზაციის წესდებით და გამგეობის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • წიგნის ინდუსტრიის ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის სულ მცირე, 5 წლიანი გამოცდილება; 
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • წიგნის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესების კარგი ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები;
  • პარტნიორების მოძიებისა და საპროექტო წინადადებების წერის უნარები;
  • მედიასთან, სპონსორებთან, პარტნიორებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • კანდიდატი არ უნდა უნდა იყოს აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წარსული

განაკვეთი: სრული

სამუშაოს დაწყების თარიღი: 2025 წლის ივნისი

სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოაგზავნოს:

  • დეტალური CV
  • სამოტივაციო წერილი. სამოტივაციო წერილში კანდიდადტმა უნდა აღწეროს, თუ როგორ აფასებს წიგნის ინდუსტრიის მიმდინარე გამოწვევებს და როგორი ხედავს ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიას.

შერჩევის პროცედურა:

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ წიგნის ასოციაციის გამგეობა შერჩეულ კანდიდატებთან ატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას.

ანაზღაურება:

3000 ლარი გადასახადების გარეშე.

განაცხადის წარდგენა:

დოკუმენტები უნდა გამოაზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: geobookassociation@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ: აღმასრულებელი დირექტორის კონკურსი

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 23 მაისი

ორგანიზაციის  შესახებ

საქართველოს წიგნის ასოციაცია დაფუძნდა 2025 წლის თებერვალში და  უკვე 10-13 აპრილს “თბილისის წიგნის ბაზრობა” გამართა, სადაც ათასობით მკითხველს უმასპინძლა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი წიგნის ინდუსტრიის განვითარებაა. ამჟამად ასოციაციას  21 წევრი ჰყავს: ალონი, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიბლუსი, ზებრა, ზიარი, ინდიგო, ინტელექტი, კალმოსანი, მედუზა, მიკირი, პალიტრა L, პეგასი, პოლინომიალი, საბა, სანტა ესპერანსა, სოვლაბი, ქარჩხაძის გამომცემლობა, შაქრო ბაბუა, წიგნები ვაკეში