
10-13 აპრილს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიხსნება თბილისის წიგნის ბაზრობა . დიდი და პატარა გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები გრანდიოზული ფასდაკლებებს, რომლებსაც მკითხველი მთელი წლის განმავლობაში ელის, სწორედ ბაზრობაზე შესთავაზებენ
გამომცემლები გაერთიანდნენ უმთავრესი მიზნით – განავითარონ ქვეყანაში წიგნის ინდუსტრია. მკითხველებისთვის სადღესასწაულო ამბების შექმნას ჩვენს მისიად მივიჩნევთ და თქვენც გთხოვთ წიგნებისთვის დროის აპრილში გამოყოფას.
ღონისძიების გენერალური სპონსორია თიბისი, მხარდამჭერები არიან ველი სთორი და პოლონური ინსტიტუტი თბილისში.

სპონსორები

პროექტის გენერალური პარტნიორი და ღონიძიების მთავარი სცენის წარმდგენია თიბისი ბანკი. თბილისის წიგნის ბაზრობის ციფრული მხარდამჭერია ველი სთორი. ნებისმიერი რეგიონიდან მკითხველები შეძლებენ ონლაინ გამოიწერონ სასურველი წიგნი ფასდაკლებით. დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერი სპეციალურად მოწყობილი ზონა კი პოლონური ინსტიტუტის დახმარებით კეთდება.