წიგნის ბაზრობა

თბილისის წიგნის ბაზრობა 2025

10-13 აპრილს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება.

დიდი და პატარა გამომცემლობები, მკითხველთა საყვარელი წიგნის მაღაზიები და გრანდიოზული ფასდაკლებები წიგნებზე, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდით – თბილისის წიგნის ბაზრობის დღეები წიგნების მოყვარულებისთვის დასამახსოვრებელი იქნება!.

მოსულ სტუმრებს ელოდება:
🌟 ახალი წიგნები, რომლებიც სწორედ აპრილის ბაზრობისთვის მოვამზადეთ;
📖 შეხვედრები საყვარელ ავტორებთან და მსახიობებთან, რის გამოც წიგნების სამყაროში მოხვედრის თავგადასავალი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდება;
💫 ფასდაკლებები, რომლებსაც წელიწადში ერთხელ, მხოლოდ აქ, თბილისის წიგნის ბაზრობაზე დაგხვდებათ!
სულ მალე გაგაცნობთ წიგნის ბაზრობის დეტალურ პროგრამას და მონაწილეთა კატალოგებსაც.

“წიგნებით თავისუფლებისთვის” – ეს “თბილისის წიგნის ბაზრობის” 2025 წლის მთავარი სლოგანია, რადგან წიგნების გარეშე შეუძლებელია მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ თავისუფლება, რომელსაც აქტიური საზოგადოება ახლა იცავს მტკიცედ და პრინციპულად.

10-13 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობაზე მკითხველს დაგახვედრება სივრცე ამ ღირებულებებზე მოსაზრებების გასაზიარებლადაც.

ღონისძიების გენერალური სპონსორია თიბისი, მხარდამჭერები არიან ველი სთორი და პოლონური ინსტიტუტი თბილისში.