წიგნები იქმნება მწერლების, დიზაინერების, ილუსტრატორების, მთარგმნელების, რედაქტორების ინტელექტუალური შრომის შედეგად, მათი შრომა არა მარტო დაფასებას, არამედ დაცვასაც საჭიროებს.
სამწუხაროდ, საქართველოში ბოლომდე არ არის გააზრებული საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობა. ე.წ. “პირატული” წიგნები ქვეყნის შიგნითაც იბეჭდება და ქვეყნის საზღვრებს გარედანაც შემოდის. ჯერ-ჯერობით სახელმწიფომ ვერ გამონახა ქმედითი გზა საავტორო უფლებების დასაცავად. თუმცა გამომცემლობები, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, მუდმივად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ როგორც საავტორო უფლებების დაცვას, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით.
საქართველოში 23 აპრილი ტრადიციულად “წიგნის ჩუქების” დღეც არის. საქართველოს წიგნის ასოციაციის რამდენიმე წევრი ამ დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მკითხველს:
- ბიბლუსი: “აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება”
- სულაკაურის გამომცემლობა – “რამდენაც იყიდი, იმდენს გაჩუქებთ”
- სანტა-ესპერანსა – ფასდაკლება ყველა წიგნზე
- ქარჩხაძის გამომცემლობა: 23-24 აპრილს 40%-იანი ფასდაკლება ვებ-გვერდზე და გათამაშება
- ინტელექტი: ავტორების შეხვედრა მწვანე სკოლის მოსწავლეებთან