საქართველოს წიგნის ასოცოციაცია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად.
ძირითადი მოვალეობები:
● მართავს ასოციაციას საწესდებო მიზნების შესაბამისად.
● წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან.
● უძღვება ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას.
● განკარგავს ასოციაციის ფინანსებსა და ქონებას, პასუხისმგებელია მის მიზნობრივ გამოყენებაზე.
● ხელს აწერს ხელშეკრულებებს, მემორანდუმებს და სხვა დოკუმენტებს
ასოციაციის სახელით.
● გეგმავს პროექტებს და ზედამხედველობს მათ სათანადოდ შესრულებას.
● ხელმძღვანელობს ასოციაციის თანამშრომლებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ.
● განსაზღვრავს სახელფასო სქემას, თანამშრომელთა წახალისების პოლიტიკას.
● ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად ამზადებს წლიურ ანგარიშებს საერთ კრებაზე წარსადგენად.
● გაწეული საქმიანობის შესახებ სისტემატურად აბარებს ანაგრიშს გამგეობას.
● ასრულებს ორგანიზაციის წესდებით და გამგეობის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
● უმაღლესი განათლება;
● წიგნის ინდუსტრიის ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის სულ მცირე, 5 წლიანი გამოცდილება;
● მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
● წიგნის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესების კარგი ცოდნა;
● ძლიერი ანალიტიკური უნარები;
● პარტნიორების მოძიებისა და საპროექტო წინადადებების წერის უნარები;
● მედიასთან, სპონსორებთან, პარტნიორებთან ურთიერთობისა და
კომუნიკაციების უნარი;
● ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
● კანდიდატი არ უნდა უნდა იყოს აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ
პარტიასთან, არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წარსული.
განაკვეთი: სრული
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2026 წლის აპრილი
სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოაგზავნოს:
- დეტალური CV
- სამოტივაციო წერილი. სამოტივაციო წერილში კანდიდადტმა უნდა აღწეროს, თუ როგორ აფასებს წიგნის ინდუსტრიის მიმდინარე გამოწვევებს და როგორი ხედავს ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიას.
- შერჩევის პროცედურა:
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ წიგნის ასოციაციის გამგეობა შერჩეულ კანდიდატებთან ატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას.
ანაზღაურება:
3000 ლარი გადასახადების გარეშე.
განაცხადის წარდგენა:
დოკუმენტები უნდა გამოაზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
geobookassociation@gmail.com - სათაურის ველში მიუთითეთ: აღმასრულებელი
დირექტორის კონკურსი.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს წიგნის ასოციაცია დაფუძნდა 2025 წლის თებერვალში და ამჟამა აერთიანებს 28 წევრს (გამომცემლობებს და წიგნის მაღაზიებს). ორგანიზაციის მთავარი მიზანი წიგნის ინდუსტრიის განვითარება და კითხვის პოპულარიზაციაა.

Leave a comment