
საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით 10-13 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში გაიმართება. დიდი და პატარა გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები გრანდიოზული ფასდაკლებებითა და მრავალი შეთავაზებებით ელიან მკითხველს.
ბაზრობის მონაწილეები
გამომცემლები გაერთიანდნენ უმთავრესი მიზნით – განავითარონ ქვეყანაში წიგნის ინდუსტრია. მკითხველებისთვის სადღესასწაულო ამბების შექმნას ჩვენს მისიად მივიჩნევთ და თქვენც გთხოვთ წიგნებისთვის დროის აპრილში გამოყოფას.თბილისის წიგნის ბაზრობას 50-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, მათ შორისაა: სულაკაურის გამომცემლობა
პალიტრა L, ბიბლუსი, ინტელექტი , წიგნები ვაკეში, არტანუჯი, შაქრო ბაბუა, ინდიგო, მედუზა, ზებრა, ზიარი, პეგასი, სანტა ესპერანსა, ალონი, ქარჩხაძის გამომცემლობა, პოლინომიალი, სოვლაბი

სპონსორები

პროექტის გენერალური პარტნიორი და ღონიძიების მთავარი სცენის წარმდგენია თიბისი ბანკი. თბილისის წიგნის ბაზრობის ციფრული მხარდამჭერია ველი სთორი. ნებისმიერი რეგიონიდან მკითხველები შეძლებენ ონლაინ გამოიწერონ სასურველი წიგნი ფასდაკლებით. დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერი სპეციალურად მოწყობილი ზონა კი პოლონური ინსტიტუტის დახმარებით კეთდება.