ერთი ინდუსტრია, ერთი ხმა!
საქართველოს წიგნის ასოციაციის მიზანია საქართველოში წიგნის ინდუსტრიის განვითარება, საგამომცემლო სფეროს გაძლიერება, ბეჭდვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა და წიგნიერების კულტურის ხელშეწყობა.
ასოციაცია 2025 წლის თებერვალში დაარსდა და შექმნის დღიდან ემსახურება დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საგამომცემლო გარემოს შექმნას, დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას და წიგნის სფეროში პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
დღეს ასოციაცია 28 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს — წიგნის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქართული წიგნის ბაზრის განვითარებაში. ასოციაცია წარმოადგენს წევრების საერთო…
ერთად ვქმნით ქართული წიგნის მომავალს!
ასოციაცია აერთიანებს ქართული წიგნის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს წიგნის ბაზრის დაახლოებით 70%-ს ქმნიან.
წიგნის სამყარო ქალაქიდან ქალაქამდე
თბილისი · ფრანკფურტი · საქართველოს რეგიონები