ღია წერილი საქართველოდან

საერთაშორისო კინოფესტივალების, წიგნის ბაზრობების, საერთაშორისო საგამოფენო სივრცეების, მუზეუმების, თეატრალური,მუსიკალური და სხვა სახელოვნებო ღონისძიებების ორგანიზატორებს,დირექტორებს, კურატორებს, პროგრამერებსა  და მონაწილეებს ძვირფასო კოლეგებო, გწერთ საქართველოდან, ქვეყნიდან, სადაც დღესდემოკრატიული ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელიმედია და ხელოვნების თავისუფლება მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ისტორია გვასწავლის, რომ ავტორიტარული რეჟიმები მხოლოდ ძალადობით არარსებობენ. ისინი არსებობენ ნორმალიზაციის მეშვეობითაც. მათ სჭირდებათარა მხოლოდ პოლიცია, სასამართლო და პროპაგანდა, არამედ ისეთიკულტურული…

წიგნების ავტორიზებული გავრცელების შესახებ დეკლარაცია

საქართველოს წიგნის ასოციაციამ წიგნების ავტორიზებული გავრცელების შესახებ დეკლარაცია შეიმუშავა, რომელსაც ასოციაციის 23 წევრი გამომცემელი და გამავრცელებელი აწერს ხელს. დეკლარაციის მიზანია წიგნის ბაზრის დაცვა კონტრაფაქციული პროდუქციისგან, საავტორო უფლებების პატივისცემა და მომხმარებლისთვის ხარისხიანი, ლიცენზირებული ლიტერატურის მიწოდების უზრუნველყოფა. დეკლარაციაზე ხელის მოწერა შეუძლია ნებისმიერ ავტორიზებულ გამავრცელებელსა და გამომცემელსაც. სექტემბრიდან ასოციაცია აქტიურად დაიწყებს „ავტორიზებული გამავრცელებლების“ ერთიანი რეესტრის შექმნას, რომელიც ასოციაციის…

დებატები ევროპაზე – თბილისი 2026

12-13 ივნისს „დებატები ევროპაზე – თბილისი 2026“ თბილისში იწვევს ცნობილ მწერლებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და ჟურნალისტებს თავისუფლების, ისტორიისა და დემოკრატიის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის. საქართველოს წიგნის ასოციაცია აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია. 12-13 ივნისს თბილისი ევროპის ხელახლა გააზრების მნიშვნელოვან სივრცედ იქცევა. საქართველოში, ევროპის ხშირად უგულებელყოფილ ზღვარზე, დებატების დროს, ლექციებსა და შეხვედრებზე წამყვანი მოაზროვნეები იმსჯელებენ ისტორიის, თავისუფლებისა და ევროპის…

საქართველოს წიგნის ასოციაცია ევროპელ ავტორთა დღეს მასპინძლობს

ასოციაცია საქართველოში საერთაშორისო პროექტის ჰაბი გახდა, რომელსაც პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობს.

11 დეკემბერს, Goethe-Institut Georgien-ში საქართველოს წიგნის ასოციაციისა და გამომცემლობა პეგასის ორგანიზებით, ნატალია ტროხიმი შეხვდა მკითხველს და თავის შემოქმედებაზე ისაუბრა.

ტოლერანტობის კვირეული საქართველოს უნივერსიტეტში
საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2025 წლის 21 ნოემბერს ტოლერანტობის კვირეული ჩატარდა, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. საქართველოს წიგნის ასოციაციის ხელშეწყობით, კვირეულის ფარგლებში სტუდენტებისთვის ტოლერანტობის თემატიკასთან დაკავშირებული პანელური დისკუსია ­— “ტოლერანტობა ლიტერატურაში – ემპათიის და სხვისი აღიარების ძალა“ გაიმართა.
ღონისძიებას მოდერაცია გაუწია საქართველოს წიგნის ასოციაციის დირექტორმა – თეონა დალაქიშვილმა. ხოლო დისკუსიის მონაწილეები იყვნენ: მაკა კასრაძე, ნატა ძველიშვილი, მარიამ კვიციანი, ბესო სოლომონაშვილი.