ტოლერანტობის კვირეული საქართველოს უნივერსიტეტში – ლიტერატურის როლი ემპათიისა და ურთიერთგაგების გაძლიერებაში

2025 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ტოლერანტობის კვირეული გაიმართა, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი იყო ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობის შესახებ სტუდენტებსა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

კვირეულის ფარგლებში, საქართველოს წიგნის ასოციაციის ხელშეწყობით, სტუდენტებისთვის გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ტოლერანტობა ლიტერატურაში – ემპათიისა და სხვისი აღიარების ძალა“.

დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს ლიტერატურის მნიშვნელობაზე განსხვავებული გამოცდილებებისა და პერსპექტივების წარმოჩენაში, ადამიანის თანაგრძნობისა და ემპათიის გაძლიერებაში, ასევე იმაზე, თუ როგორ შეუძლია წიგნებს ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებისა და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ღონისძიების მოდერატორი იყო საქართველოს წიგნის ასოციაციის დირექტორი თეონა დალაქიშვილი. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ მაკა კასრაძე, ნატა ძველიშვილი, მარიამ კვიციანი და ბესო სოლომონაშვილი.

ტოლერანტობის კვირეული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გახდა ახალგაზრდებისთვის, განეხილათ ლიტერატურისა და კულტურის როლი ღია, მრავალფეროვანი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებაში.