ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2025 – საქართველოს საგამომცემლო სექტორის საერთაშორისო პლატფორმა

2025 წლის, 15-19 ოქტომბერს გამართულ ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს წიგნის ასოციაციამ საქართველო კოლექტიური სტენდი წარადგინა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნის ინდუსტრიის ღონისძიებაზე ქართული საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას ქართული წიგნის მრავალფეროვნება, თანამედროვე გამოცემები და ქვეყნის ლიტერატურული შესაძლებლობები გააცნეს.

საქართველოს კოლექტიური სტენდის თემატიკა – „Georgian Characters Standing up for Democracy and Freedom“ – ასახავდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს და წარმოაჩენდა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობას. სტენდის კონცეფცია სტუმრებს აცნობდა იმ ადამიანებსა და ისტორიებს, რომლებიც ქვეყნის თანამედროვე რეალობას, ღირებულებებსა და საზოგადოებრივ გამოწვევებს ასახავენ.

კოლექტიური სტენდის ფარგლებში მონაწილეობდა საქართველოს წიგნის ასოციაციის 9 წევრი ორგანიზაცია, რომლებმაც საერთაშორისო გამომცემლებს, ავტორებსა და წიგნის სფეროს პროფესიონალებს საკუთარი გამოცემები და ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის მრავალფეროვანი შესაძლებლობები წარუდგინეს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოს წიგნის ასოციაციისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ქართული წიგნის ინდუსტრიის განვითარებას, ახალი პროფესიული კავშირებისა და პარტნიორობების შექმნას, ასევე ქართული ლიტერატურისა და გამომცემლობების გლობალურ ბაზარზე წარმოჩენას.