წიგნი და მუსიკა ერთ სივრცეში – ფესტივალ „გიორგობისთვეზე“ ლიტერატურული დღეები გაიმართა

2025 წლის 29 ნოემბერს, ქართული კულტურის ფესტივალ „გიორგობისთვეზე“, საქართველოს წიგნის ასოციაციისა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, წიგნის გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართა.
ფესტივალმა მუსიკის, ლიტერატურისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთ სივრცეში გააერთიანა და სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა შესთავაზა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თანამედროვე ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, შეეძინათ წიგნები და შეხვედროდნენ გამომცემლობების წარმომადგენლებს.
ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს წიგნის ასოციაციის სამმა წევრმა გამომცემლობამ მიიღო – გამომცემლობა „ზებრამ“, „პოლინომიალმა“ და გამომცემლობა „ინტელექტმა“. გამომცემლობებმა სტუმრებს საინტერესო ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი გამოცემები და წიგნის სამყაროსთან დაკავშირებული აქტივობები შესთავაზეს.
ფესტივალი „გიორგობისთვე“ კიდევ ერთხელ გახდა სივრცე, სადაც ერთმანეთს შეხვდა ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულება – მუსიკა, ლიტერატურა და შემოქმედება, რაც ხელს უწყობს კულტურული დიალოგისა და წიგნის პოპულარიზაციას საზოგადოებაში.