ასოციაციის წევრების სოლიდარობა უკრაინელ კოლეგებს

საქართველოს წიგნის ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ კოლეგებს — გამომცემლებს, ავტორებს, მთარგმნელებს, წიგნის გამავრცელებლებსა და მთელ საგამომცემლო საზოგადოებას.
2026 წლის 1 აგვისტოს რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად უკრაინაში განადგურდა RNK-Ranok-ის ერთ-ერთი უდიდესი წიგნის საწყობი და სადისტრიბუციო ცენტრი, სადაც ინახებოდა მილიონობით წიგნი, მათ შორის 600 000 სასკოლო სახელმძღვანელო.
ეს არ არის ერთეული შემთხვევა – ბოლო თვეების განმავლობაში რუსული თავდასხმების შედეგად უკრაინის საგამომცემლო სექტორმა მძიმე დანაკარგები განიცადა:
2 ივლისი — განადგურდა BookChef-ის პარტნიორის, Denka Logistics-ის, ცენტრალური საწყობი, რის შედეგადაც დაიკარგა დაახლოებით 800 000 წიგნი. იმავე თავდასხმის შედეგად დაზიანდა Megapoligraf Printing House, სადაც სასკოლო სახელმძღვანელოები იბეჭდება.
18 ივლისი — განადგურდა Knygolove Publishing House-ის საწყობი, სადაც თითქმის 250 000 წიგნი ინახებოდა.
19 ივლისი — რუსეთის ბალისტიკური რაკეტის შედეგად დაზიანდა Konvi Printing House — განადგურდა თითქმის 250 000 სასკოლო წიგნი და მასალები დამატებით 350 000 წიგნის დასაბეჭდად.
განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს უკრაინელი კოლეგების სიმტკიცე და თავდადება — ომის უმძიმეს პირობებშიც ისინი აგრძელებენ მუშაობას, რათა დაიცვან და გაავრცელონ ცოდნა, განათლება და კულტურული მემკვიდრეობა.
თუ გსურთ, გამოხატოთ სოლიდარობა და მხარი დაუჭიროთ უკრაინულ საგამომცემლო საზოგადოებას:
შეიძინეთ წიგნები ან სხვა ნივთები უკრაინული გამომცემლობების გვერდებიდან (www.ranok.com.ua; knigoland.com.ua და სხვა).
თქვენი მხარდაჭერა დაეხმარება მათ საქმიანობის გაგრძელებაში, ახალი გამოცემების მომზადებასა და ომის შედეგად გამოწვეული სირთულეების დაძლევაში.
თითოეული შეძენილი ნივთი წიგნი არის სოლიდარობის გამოხატულება და მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ომის პირობებშიც აგრძელებენ ცოდნისა და კულტურის დაცვას მათ ქვეყანაში.