ასოციაციის წევრების სოლიდარობა უკრაინელ კოლეგებს
განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს უკრაინელი კოლეგების სიმტკიცე და თავდადება — ომის უმძიმეს პირობებშიც ისინი აგრძელებენ მუშაობას, რათა დაიცვან და გაავრცელონ ცოდნა, განათლება და კულტურული მემკვიდრეობა.
The Georgian Book Association stands in solidarity with our Ukrainian colleagues — publishers, authors, translators, booksellers, and the entire publishing community.
საქართველოს წიგნის ასოციაცია „ზეგ ამბის თხრობის ფესტივალის“ მონაწილე გახდა
2026 წელს პირველად, საქართველოს წიგნის ასოციაცია „ზეგ ამბის თხრობის ფესტივალის“ (ZEG Storytelling Festival) მონაწილე იყო. 19-21 ივნისს გამართულ ფესტივალში ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში, რომლებიც ქართული კულტურის, ლიტერატურისა და საგამომცემლო სფეროს მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა.
„დებატები ევროპაზე – თბილისი 2026“ – დისკუსიები ევროპის ღირებულებებსა და მომავალზე
12-13 ივნისს თბილისში გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება „დებატები ევროპაზე – თბილისი 2026“, რომელმაც ცნობილ მწერლებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა.
ნინო ბალანჩივაძე საქართველოს წიგნის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა
ნინო ბალანჩივაძეს განათლების, სამართლის უზენაესობისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამებში, ასევე აკადემიურ და არასამთავრობო სექტორში.
თბილისის წიგნის ბაზრობა 2026 – ლიტერატურის, ცოდნისა და მკითხველთა შეხვედრის სივრცე
2026 წლის 10–13 აპრილს, ექსპო ჯორჯიის მე-11 პავილიონში, საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა თბილისის წიგნის ბაზრობა. ასოციაციამ მკითხველებს, გამომცემლებსა და ლიტერატურის მოყვარულებს წიგნებთან და ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცა.
წიგნის საახალწლო ბაზრობა თბილისში – მკითხველები და გამომცემლები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ
საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობა 26 ორგანიზაციამ მიიღო, მათ შორის გამომცემლობებმა, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებმა, ასევე ხელნაკეთი ნივთების შემქმნელებმა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში გაცნობოდნენ მრავალფეროვან ლიტერატურულ არჩევანს, შეეძინათ საყვარელი წიგნები და ეპოვათ განსხვავებული საახალწლო საჩუქრები.
წიგნისა და სამოქალაქო ჩართულობის დღეები თელავში – წიგნის სამოქალაქო ფესტივალი
2025 წლის 13 დეკემბერს, თელავში, IT Academy Step Telavi-ის სივრცეში, წიგნის სამოქალაქო ფესტივალი გაიმართა, რომელმაც წიგნის მოყვარულებს, გამომცემლებს, ავტორებსა და სხვადასხვა თაობის მკითხველებს ერთ სივრცეში შეხვედრის შესაძლებლობა მისცა.
წიგნი და მუსიკა ერთ სივრცეში – ფესტივალ „გიორგობისთვეზე“ ლიტერატურული დღეები გაიმართა
ქართული კულტურის ფესტივალ „გიორგობისთვეზე“, საქართველოს წიგნის ასოციაციისა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, წიგნის გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართა.
ტოლერანტობის კვირეული საქართველოს უნივერსიტეტში – ლიტერატურის როლი ემპათიისა და ურთიერთგაგების გაძლიერებაში
საქართველოს უნივერსიტეტში ტოლერანტობის კვირეული გაიმართა, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი იყო ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობის შესახებ სტუდენტებსა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
„ქალები თავისუფლებისთვის“ – ახალგაზრდების ხმა ლიტერატურისა და თანასწორობის მხარდასაჭერად
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, ბლოგების კონკურსი – „ქალები თავისუფლებისთვის“ გაიმართა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2025 – საქართველოს საგამომცემლო სექტორის საერთაშორისო პლატფორმა
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნის ინდუსტრიის ღონისძიებაზე ქართული საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას ქართული წიგნის მრავალფეროვნება, თანამედროვე გამოცემები და ქვეყნის ლიტერატურული შესაძლებლობები გააცნეს.
წიგნის დღესასწაული გორში – რეგიონული წიგნის ბაზრობამ მკითხველები გააერთიანა
26 ივლისს, საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებითა და გორის ხელოვნების სახლის მხარდაჭერით, გორში წიგნის ბაზრობა გაიმართა. ღონისძიებამ მკითხველებს, გამომცემლებსა და ლიტერატურის მოყვარულებს ერთ სივრცეში შეხვედრისა და წიგნის სამყაროს გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
წიგნი, თავისუფლება და ეროვნული დღესასწაული – 26 მაისის წიგნის გამოფენა-გაყიდვა რუსთაველზე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 2025 წლის 26 მაისს, წიგნის სამყაროს წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. საქართველოს წიგნის ასოციაციის 11 წევრმა გამომცემლობამ და წიგნის მაღაზიამ რუსთაველის გამზირზე გამოფენა-გაყიდვა გამართა და მკითხველებს მრავალფეროვანი ლიტერატურული არჩევანი შესთავაზა.
თავისუფლების ბიბლიოთეკა Tbilisi Open Air-ზე
საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 2025 წლის 24-25 მაისს, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე, Tbilisi Open Air-ის ფარგლებში მოეწყო „თავისუფლების ბიბლიოთეკა”, სადაც გამოიფინა საგანგებოდ შერჩეული წიგნები თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.
ასოციაციამ ევროპელ ავტორთა დღის ფარგლებში საერთაშორისო პროექტს უმასპინძლა
საქართველოს წიგნის ასოციაცია ევროპელ ავტორთა დღის საერთაშორისო პროექტის ერთ-ერთი მასპინძელი გახდა და საქართველოში პროექტის ჰაბის ფუნქცია შეასრულა. ინიციატივას პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობდა და მისი მიზანი ევროპული ლიტერატურის პოპულარიზაცია, ავტორებსა და მკითხველებს შორის კავშირების გაძლიერება და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.
საქართველო ფრანკფურტის 2026 წლის წიგნის ბაზრობაზე
2026 წლის, 7–11 ოქტომბერს, ასოციაცია ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კოლექტიურ სტენდს წარადგენს. ბაზრობაზე ასოციაციის 10 წევრი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას.
Open Letter to the Minister of Education, Science and Youth of Georgia
“საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია”, რომელიც საგამომცემლო სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს, შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სასკოლო განათლების სისტემაში ე.წ. „ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის“ დანერგვას ითვალისწინებს.