„დებატები ევროპაზე – თბილისი 2026“ – დისკუსიები ევროპის ღირებულებებსა and მომავალზე

12-13 ივნისს თბილისში გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება „დებატები ევროპაზე – თბილისი 2026“, რომელმაც ცნობილ მწერლებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს თავისუფლების, ისტორიის, დემოკრატიისა და ევროპის მომავლის მნიშვნელოვან საკითხებზე.
საქართველოს წიგნის ასოციაცია პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი იყო და თავისი წვლილი შეიტანა დისკუსიის პლატფორმის შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, კრიტიკულ აზროვნებასა და ევროპული ღირებულებების შესახებ საზოგადოებრივ დიალოგს.
ორი დღის განმავლობაში თბილისი ევროპის ხელახლა გააზრების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. საერთაშორისო და ქართველმა ექსპერტებმა, მწერლებმა და მკვლევრებმა განიხილეს იდეები და ღირებულებები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა ევროპა, ასევე იმსჯელეს საქართველოს როლზე ევროპის ისტორიულ, თანამედროვე და სამომავლო კონტექსტში.
ღონისძიებამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილებისა და შეხედულებების გაცვლის შესაძლებლობა შექმნა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ღია დიალოგის მნიშვნელობას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის.