Book საახალწლო ბაზრობა თბილისში – მკითხველები and გამომცემლები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ

2025 წლის 20-21 დეკემბერს, ექსპო-ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში, თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობა გაიმართა, რომელმაც სადღესასწაულო პერიოდში წიგნის მოყვარულებს განსაკუთრებული ლიტერატურული სივრცე შესთავაზა.

საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობა 26 ორგანიზაციამ მიიღო, მათ შორის გამომცემლობებმა, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებმა, ასევე ხელნაკეთი ნივთების შემქმნელებმა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში გაცნობოდნენ მრავალფეროვან ლიტერატურულ არჩევანს, შეეძინათ საყვარელი წიგნები და ეპოვათ განსხვავებული საახალწლო საჩუქრები.

ღონისძიების პროგრამა მხოლოდ წიგნების გამოფენა-გაყიდვით არ შემოიფარგლებოდა -ბაზრობის ფარგლებში გაიმართა ლიტერატურული ღონისძიებები და სპეციალური საბავშვო აქტივობები, რომლებმაც პატარა მკითხველებს წიგნის სამყაროსთან დაახლოებისა და შემოქმედებით პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მისცა.

თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორ შეუძლია წიგნის ინდუსტრიას თანამშრომლობით შექმნას კულტურული სივრცე, რომელიც აერთიანებს მკითხველებს, ავტორებს, გამომცემლებსა და წიგნის მოყვარულებს.