თბილისის წიგნის ბაზრობა

10-13 აპრილს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში
გაიმართა საქართველოს წიგნის ასოციაციის მიერ
ორგანიზებული თბილისის წიგნის ბაზრობა,
რომელსაც 30 000-მდე სტუმარი ეწვია.

ბაზრობაში მონაწილეობა მიიღო 53 ორგანიზაციამ —
გამომცემლობებმა, წიგნის, აქსესუარების,
საკანცელარიო ნივთების მაღაზიებმა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 15-19 ოქტომბერს საქართველოს წიგნის ასოციაცია საქართველოს კოლექტიური სტენდის სახელით წარსდგა, რომლის თემატიკა —“Georgian Characters Standing up for Democracy and Freedom”— საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი და გამომხატველი იყო. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კოლექტიური სტენდის სახელით
ასოციაციის 9 წევრი ორგანიზაცია მონაწილეობდა:

რეგიონული წიგნის ბაზრობები

ასოციაციის ორგანიზებით იმართება წიგნის ბაზრობები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ბაზრობის ფარგლებში ეწყობა წიგნების გამოფენა/გაყიდვა, ლიტერატურული ღონისძიებები, საბავშვო
ვორქშოპები.