საქართველოს წიგნის ასოციაციის დირექტორის პოზიცია ნინო ბალანჩივაძემ დაიკავა

საქართველოს წიგნის ასოციაციის გუნდს შემოუერთდა და აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა ნინო ბალანჩივაძემ.

ნინო ბალანჩივაძეს 15+ წლიანი გამოცდილება აქვს განათლების, სამართლის უზენაესობისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამებში, აკადემიურ და არასამთავრობო სექტორში. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო ინიციატივების მართვას, მულტიპროფილური პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. ნინო არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი (PMP), სამართლის მაგისტრი და ფლობს ჟენევის ინსტიტუტის ხარისხს საერთაშორისო განვითარების მიმართულებით.

წარმატებებს ვუსურვებთ ნინოს ახალ პროფესიულ საქმიანობაში.

მადლობას ვუხდით საქართველოს წიგნის ასოციაციის ყოფილ დირექტორს, თეონა დალაქიშვილს, თავდაუზოგავი შრომისა და ასოციაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

Leave a comment