დებატები ევროპაზე – თბილისი 2026

12-13 ივნისს „დებატები ევროპაზე – თბილისი 2026“ თბილისში იწვევს ცნობილ მწერლებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და ჟურნალისტებს თავისუფლების, ისტორიისა და დემოკრატიის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის. საქართველოს წიგნის ასოციაცია აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია.

12-13 ივნისს თბილისი ევროპის ხელახლა გააზრების მნიშვნელოვან სივრცედ იქცევა. საქართველოში, ევროპის ხშირად უგულებელყოფილ ზღვარზე, დებატების დროს, ლექციებსა და შეხვედრებზე წამყვანი მოაზროვნეები იმსჯელებენ ისტორიის, თავისუფლებისა და ევროპის მომავლის შესახებ.

უცხოელი პროფესიონალები ქართველ კოლეგებთან ერთად გამართავენ დისკუსიებს, განიხილავენ იმ იდეებსა და ღირებულებებს, რომლებმაც ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ევროპა ჩამოაყალიბა და იმსჯელებენ, რა როლი ჰქონდა და დღესაც აქვს საქართველოს ევროპის წარსულში, აწმყოსა და მომავალში.


სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია

სრული ინფორმაცია:

ქართული: https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/gonisdziebebi-346/debatebi-evropaze-tbilisi-2026.page

ინგლისური: https://iliauni.edu.ge/en/siaxleebi-8/gonisdziebebi-346/the-tbilisi-debate-on-europe.page

Leave a comment