წიგნების ავტორიზებული გავრცელების შესახებ დეკლარაცია

საქართველოს წიგნის ასოციაციამ წიგნების ავტორიზებული გავრცელების შესახებ დეკლარაცია შეიმუშავა, რომელსაც ასოციაციის 23 წევრი გამომცემელი და გამავრცელებელი აწერს ხელს.

დეკლარაციის მიზანია წიგნის ბაზრის დაცვა კონტრაფაქციული პროდუქციისგან, საავტორო უფლებების პატივისცემა და მომხმარებლისთვის ხარისხიანი, ლიცენზირებული ლიტერატურის მიწოდების უზრუნველყოფა.

დეკლარაციაზე ხელის მოწერა შეუძლია ნებისმიერ ავტორიზებულ გამავრცელებელსა და გამომცემელსაც. სექტემბრიდან ასოციაცია აქტიურად დაიწყებს „ავტორიზებული გამავრცელებლების“ ერთიანი რეესტრის შექმნას, რომელიც ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში განთავსდება.

დეკლარაციის სრული ტექსტი იხილეთ აქ:

Leave a comment