თბილისის Book ბაზრობა 2026 – ლიტერატურის, ცოდნისა and მკითხველთა შეხვედრის სივრცე

2026 წლის 10–13 აპრილს, ექსპო ჯორჯიის მე-11 პავილიონში, საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა თბილისის წიგნის ბაზრობა. ასოციაციამ მკითხველებს, გამომცემლებსა და ლიტერატურის მოყვარულებს წიგნებთან და ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცა. ოთხი დღის განმავლობაში ღონისძიებას 30 000-მდე სტუმარი ეწვია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს წიგნისა და კითხვის კულტურისადმი საზოგადოების მზარდ ინტერესს.
ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო წიგნის ინდუსტრიის 53 მონაწილე – გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, აქსესუარებისა და საკანცელარიო ნივთების მწარმოებლები და დისტრიბუტორები.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში გაცნობოდნენ ახალ გამოცემებს, შეეძინათ საყვარელი წიგნები, შეხვედროდნენ გამომცემლებსა და ავტორებს და მონაწილეობა მიეღოთ ლიტერატურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში.
თბილისის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად აერთიანებს წიგნის სფეროს წარმომადგენლებსა და მკითხველებს, ხელს უწყობს წიგნის ხელმისაწვდომობის ზრდას, კითხვის კულტურის პოპულარიზაციას და საქართველოში საგამომცემლო ინდუსტრიის განვითარებას.