წიგნი, თავისუფლება and ეროვნული დღესასწაული – 26 მაისის Book გამოფენა–გაყიდვა რუსთაველზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 2025 წლის 26 მაისს, წიგნის სამყაროს წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. საქართველოს წიგნის ასოციაციის 11 წევრმა გამომცემლობამ და წიგნის მაღაზიამ რუსთაველის გამზირზე გამოფენა-გაყიდვა გამართა და მკითხველებს მრავალფეროვანი ლიტერატურული არჩევანი შესთავაზა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა „ინტელექტი“, გამომცემლობა „პალიტრა L“, გამომცემლობა „მედუზა“, „წიგნები ვაკეში“, „ინდიგო“, გამომცემლობა „ალონი“, „რასთი კომიქსი“, „სოვლაბი“, „ზებრა“ და ქარჩხაძის გამომცემლობა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი წიგნის გამოფენა-გაყიდვა კიდევ ერთხელ გახდა სივრცე, სადაც გაერთიანდა ქართული წიგნის ინდუსტრია, მკითხველი და ლიტერატურის მოყვარულები. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა ჟანრის ახალ გამოცემებს, შეეძინათ საყვარელი წიგნები და მხარდაჭერა გამოეხატათ ქართული გამომცემლობებისა და წიგნის კულტურისთვის.

საქართველოს წიგნის ასოციაციის წევრების მონაწილეობა 26 მაისის ღონისძიებაში ხაზს უსვამს წიგნისა და განათლების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ წიგნი ეროვნული იდენტობის, ცოდნისა და თავისუფალი აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია.