საქართველოს წიგნის ასოციაციის შესახებ

საქართველოს წიგნის ასოციაცია 2025 წლის თებერვალში საგამომცემლო სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა. ასოციაცია იმ ორგანიზაციების ინიციატივით შეიქმნა, რომლებმაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროტესტის ნიშნად დატოვეს. დაარსების დღიდან ორგანიზაცია წიგნის ინდუსტრიაში გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას, საგამომცემლო სფეროს განვითარებას, წიგნიერებისა და წიგნზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად და დღეისათვის 27 წევრ ორგანიზაციას — წიგნის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს აერთიანებს.  

ორგანიზაციის მთავარი ამოცანა  წევრების გაძლიერება, გამოხატვის, გამოცემის, გავრცელების თავისუფლების ხელშეწყობა და წევრების ოპერირებისთვის მდგრადი, კონკურენტუნარიანი, ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებაა.

გამგეობა


ნატო ალხაზიშვილი


გამომცემლობა “ზიარი”


თინა მამულაშვილი


სულაკაურის გამომცემლობა


თინა ასათიანი


გამომცემლობა “პალიტრა L”


მარიამ კიკაჩეიშვილი


მაღაზია “წიგნები ვაკეში”


მაკა კასრაძე


გამომცემლობა “ზებრა”


ზვიად კვარაცხელია


გამომცემლობა “ინტელექტი”


მარიამ კვიციანი


გამომცემლობა “მედუზა”