საერთაშორისო კინოფესტივალების, წიგნის ბაზრობების,
საერთაშორისო საგამოფენო სივრცეების, მუზეუმების, თეატრალური,
მუსიკალური და სხვა სახელოვნებო ღონისძიებების ორგანიზატორებს,
დირექტორებს, კურატორებს, პროგრამერებსა და მონაწილეებს
ძვირფასო კოლეგებო, გწერთ საქართველოდან, ქვეყნიდან, სადაც დღეს
დემოკრატიული ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი
მედია და ხელოვნების თავისუფლება მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
ისტორია გვასწავლის, რომ ავტორიტარული რეჟიმები მხოლოდ ძალადობით არ
არსებობენ. ისინი არსებობენ ნორმალიზაციის მეშვეობითაც. მათ სჭირდებათ
არა მხოლოდ პოლიცია, სასამართლო და პროპაგანდა, არამედ ისეთი
კულტურული სივრცის შექმნა, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს დაარწმუნებს,
რომ ყველაფერი რიგზეა.
ამიტომ თითქმის ყველა ავტორიტარული რეჟიმი განსაკუთრებულ
ყურადღებას უთმობს კულტურულ ღონისძიებებს, ფესტივალებს,
გამოფენებსა და საერთაშორისო ფორუმებს.
ასეთ დროს მსოფლიოს არ აჩვენებენ პოლიტპატიმრებს, ნაცემ
დემონსტრანტებს, დევნილ ჟურნალისტებს, გათავისუფლებულ საჯარო
მოხელეებს ან რეპრესირებულ ხელოვანებს. აჩვენებენ ისტორიულ ქალაქებს,
სტუმართმოყვარეობას, ეგზოტიკურ ღირშესანიშნაობებს, კულტურულ
მრავალფეროვნებას, ტრადიციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის
ფასადს.
კულტურული ღონისძიებების არსებობა და ქვეყნის ოფიციალური
წარმომადგენლობა საერთაშორისო კულტურულ პლატფორმებზე თავისთავად
არასოდეს არის თავისუფლებისა და დემოკრატიის მტკიცებულება.
ამ სტრატეგიის მიზანი მარტივია: შეიქმნას პარალელური რეალობა, სადაც
რეპრესია უხილავი ხდება.
დღეს სწორედ ამ საფრთხის წინაშე დგას საქართველო.
ბოლო წლებში საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად საუბრობენ
საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე,
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და სამოქალაქო სივრცის
შევიწროებაზე. მიღებულია კანონები, რომლებიც ზღუდავს შემოქმედებითი
თავისუფლების, დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების,
სამოქალაქო აქტივიზმისა და საერთაშორისო თანამშრომლობის
შესაძლებლობებს. პოლიტიკური ნიშნით დევნა, მასობრივი ჯარიმები, სისხლის
სამართლის საქმეები და ძალადობის დაუსჯელობა ყოველდღიურ რეალობად
იქცა. (1)
დღეს საქართველოში 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფება პატიმრობაში
პოლიტიკურად მოტივირებული და არასამართლიანი სამართალწარმოების
შედეგად, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით. მათ
შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, პოეტი ზვიად რატიანი, ოპერის
მსოფლიო ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძე, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ასევე
პოლიტიკური ლიდერები. მათი დიდი ნაწილი მონაწილეობდა მშვიდობიან
პროტესტში საქართველოს ევროპული მომავლისა და დემოკრატიული
ღირებულებების დასაცავად.
ამ რეალობის ფონზე კვლავ იმართება ფესტივალები, კონფერენციები და
საერთაშორისო კულტურული ღონისძიებები. იგზავნება მოწვევები.
კულტურის სახელმწიფო ინსტიტუციები კვლავ ჩნდებიან საერთაშორისო
სახელოვნებო პლატფორმებზე, სადაც საგულდაგულოდ ნიღბავენ
რეპრესირებული ხელოვანებისა და მოქალაქეების რეალურ მდგომარეობას.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ კულტურული ცხოვრება ჩვეულ რიტმს მიჰყვება.
სწორედ აქ ჩნდება პირადი პასუხისმგებლობის საკითხი.
ყველა ადამიანს, რომელსაც ასეთ ღონისძიებაზე იწვევენ, აქვს არჩევანი:
დათანხმდეს. უარი თქვას. ან დასვას კითხვები.
და დაინტერესდეს იმ ხელოვანებისა და მოქალაქეების მდგომარეობით, ვის
წარმომადგენლადაც ესა თუ ის კულტურული პლატფორმა, ინსტიტუცია თუ
ღონისძიება თავს წარმოაჩენს.
არცოდნა პასუხისმგებლობას არ აუქმებს.
ინფორმაციის გადამოწმება არასოდეს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორც დღეს.
სანამ ასეთ პროექტში, თანამშრომლობაში ან ღონისძიებაში მონაწილეობას
დათანხმდებით, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვით:
რა ხდება დღეს იმ ქვეყანაში, რომლის სახელმწიფო კულტურულ
ინსტიტუციციასთან ვთანამშრომლობ?
ასახავს თუ არა ეს პროექტი, თანამშრომლობა ან ღონისძიება იმ ქვეყნის
რეალურ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას, თუ
მხოლოდ საგანგებოდ შერჩეულ, უსაფრთხო და პოლიტიკურად სტერილურ
სურათს? არსებობს ამ თანამშრომლობის ფარგლებში სივრცე თავისუფალი და
კრიტიკული დისკუსიისთვის? შესაძლებელია თუ არა ღიად საუბარი ხელოვნების როლზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, ცენზურაზე, პოლიტიკურ
რეპრესიებსა და დემოკრატიის მდგომარეობაზე? მონაწილეობენ თუ არა დამოუკიდებელი ხელოვანები, ჟურნალისტები, ისმის თუ არა კრიტიკული ხმები, თუ მხოლოდ ხელისუფლებისთვის მისაღები პოზიციებია წარმოდგენილი? შეიძლება თუ არა, რომ ჩემი მონაწილეობა და თანამშრომლობა, განზრახვის მიუხედავად, ავტორიტარული რეჟიმის ლეგიტიმაციასა და მის მიერ შექმნილ „ნორმალურობის“ ილუზიის განმტკიცებას ემსახურებოდეს? ვის აძლევს ეს თანამშრომლობა ხილვადობას, დამოუკიდებელ კულტურულ საზოგადოებას თუ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ინსტიტუციებს?
მოგიწოდებთ, დასვათ კითხვები. არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ იმ რეალობით,
რომლის ჩვენებაც ხელისუფლებას აწყობს.
ხელოვნების დანიშნულება ძალაუფლების გაფორმება არ არის.
ხელოვნება არსებობს იმისთვის, რომ სიმართლე გამოაჩინოს და არა იმისთვის,
რომ მიჩქმალოს.
და როდესაც ხელოვნება რეალობის დამალვას იწყებს, იგი ხელოვნებიდან
პროპაგანდად გადაიქცევა.
ამიტომ მოგმართავთ თქვენ, ჩვენი წერილის ადრესატებს: ნუ გახდებით იმ ნორმალიზაციისა და პროპაგანდის ნაწილი, რომელიც ჩაგვრას ფარავს. ნუ მისცემთ თქვენს სახელს, ავტორიტეტსა და რეპუტაციას რეალობის დამალვის პროცესს.
თუ კულტურული ღონისძიება, პროექტი ან თანამშრომლობა სისტემატურად
დუმს რეპრესიაზე, ფარავს უსამართლობას და ქმნის ილუზიას, რომ
ყველაფერი რიგზეა, იგი, განზრახ თუ უნებლიედ, ჩაგვრის ნორმალიზაციას
ემსახურება.
და ისტორია ასეთ თანამონაწილეობას არასოდეს ივიწყებს.
წერილს ხელს აწერენ დამოუკიდებელი ორგანიზაციები და გაერთიანებები
საქართველოში:
- საქართველოს კინო ინსტიტუტი
- დოკა – დოკუმენტური კინოს ასოციაცია
- საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია
- საქართველოს პენცენტრი
- საქართველოს წიგნის ასოციაცია
- თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
- ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი
- კულტურა დემოკრატიისთვის
- საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფი
- ქოლგა თბილისი ფოტო
- თბილისის ფოტო ფესტივალი
- პროექცია 24
დამოუკიდებელი ქართველი ხელოვანების სახელით
თბილისი, საქართველო 21 ივლისი, 2026
(1) https://www.amnesty.org/en/latest/news/2026/06/georgia-authorities-built-coordinated-system-to-
crush-dissent-and-entrench-power/
Open Letter from Georgia
To the Organisers, Directors, Curators, Programmers, and
Participants of International Film Festivals, Book Fairs,
International Exhibition Spaces, Museums, Theatre, Music,
and Other Arts Events
Dear Colleagues,
We are writing to you from Georgia, a country where democratic institutions, civil society,
independent media, and artistic freedom are under growing pressure.
History teaches us that authoritarian regimes do not survive through violence alone. They also
survive through normalisation. They rely not only on police, courts and propaganda, but also
on the creation of a cultural landscape that persuades the outside world that everything is
normal.
This is why nearly every authoritarian regime invests heavily in cultural events, festivals,
exhibitions and international forums.
Visitors are not shown political prisoners, beaten protesters, persecuted journalists, dismissed
public servants or repressed artists. Instead, they are shown historic cities, hospitality, exotic
landmarks, cultural diversity, traditions and the façade of international cooperation.
The mere existence of cultural events or a country’s official presence on international
cultural platforms should never be mistaken for evidence of freedom or democracy.
The purpose of this strategy is simple: to construct a parallel reality in which repression
becomes invisible.
Today, Georgia finds itself facing precisely this danger.
In recent years, international organisations have increasingly raised concerns about the
deterioration of human rights in Georgia, growing restrictions on freedom of expression and
the shrinking of civic space. Laws have been adopted that restrict artistic freedom,
independent media, civil society organisations, civic activism and international cooperation.
Political persecution, mass fines, criminal prosecutions and impunity for violence have
become part of everyday life. (1)
According to international human rights organizations, more than 150 people are
currently imprisoned in Georgia as a result of politically motivated prosecutions and
unfair judicial proceedings. Among them are the journalist Mzia Amaghlobeli, poet
Zviad Ratiani, world-renowned opera singer Paata Burchuladze, actor Andro
Chichinadze as well as political leaders are imprisoned in Georgia. Many of them
participated in peaceful demonstrations in defence of Georgia’s European future and
democratic values.
Against this backdrop, festivals, conferences, and international cultural events continue to
take place. Invitations are extended. State-funded cultural institutions continue to appear on
international cultural platforms, projecting an image of normality while concealing the reality
of persecuted artists and citizens. And the impression is created that cultural life is continuing
as usual.
This is where personal responsibility begins.
Everyone invited to such an event has a choice: To accept. To decline. Or to ask questions.
And take an interest in the situation of the artists and citizens on whose behalf a cultural
platform, institution, or event claims to speak.
Lack of awareness does not absolve us of responsibility.
Never before has it been easier to verify information.
Before agreeing to take part in such a project, partnership, or cultural event, ask yourself a
few questions:
What is happening today in the country whose state cultural institution I am
collaborating with?
Does this project, partnership, or event reflect the country’s actual political, social, and
cultural reality or does it present only a carefully curated, politically sanitised image of
the country?
Is there space for open and critical discussion? Is it possible to speak openly about the
role of art, freedom of expression, censorship, political repression and the state of
democracy?
Are independent artists and journalists included, are there any critical voices or are only
views acceptable to the authorities being represented?
Could my participation, even if well intentioned, serve to legitimise an authoritarian
regime or reinforce the illusion of “normality” that it seeks to project?
Whose voices does this collaboration amplify: those of the independent cultural
community, or those of state-controlled institutions?
We urge you to ask questions. Do not be satisfied with the reality that those in power choose
to present.
Because the purpose of art is not to legitimise power.
Art exists to make truth visible, not to conceal it.
And when art begins to conceal reality, it ceases to be art and becomes propaganda.
This is why we are addressing you, the recipients of this letter.
Please do not become part of the normalisation and propaganda that conceal repression. Do
not allow your name, your reputation, or your professional standing to be used in the service
of hiding reality.
If a cultural event, project, or partnership systematically remains silent about repression,
conceals injustice, and creates the illusion that everything is well, it contributes, whether
intentionally or not, to the normalisation of oppression.
And history has never looked kindly on such complicity.
On behalf of independent Georgian artists
Tbilisi, Georgia
21 July 2026
This letter is endorsed by the following independent organisations and unions in
Georgia:
- GFI – Georgian Film Institute
- DOCA – Documentary Association Georgia
- GCA – Georgian Cinematographers Association
- PEN Georgia
- Georgian Book Association
- Tbilisi International Film Festival
- Kutaisi International Short Film Festival
- Culture for Democracy
- Public Assembly Cultural Heritage Working Group
- Kolga Tbilisi Photo
- Photo Festival Tbilisi
- Projection 24
(1) https://www.amnesty.org/en/latest/news/2026/06/georgia-authorities-built-coordinated-system-to-
crush-dissent-and-entrench-power/

Leave a Reply